საქართველო CNN-ის მიერ ერთ-ერთ წამყვან სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა. ჩვენი ქვეყანა ისეთ ეგზოტიკურ ადგილებს შორის აღმოჩნდა, როგორიც მადაგასკარი, ტაივანი და მონღოლეთია. CNN-ის ვებსაიტზე სამოგზაურო რჩევების განყოფილებაში მოცემულია 16 ადგილიანი სია 2016 წლის "ტოპ" სამოგზაურო ადგილების შესახებ, რომელიც გამოცდილი მოგზაურების მიერაა შედგენილი. ჟიურიმ საქართველო მისი "შუასაუკუნეების არქიტექტურის, ყავლგაუსვლელი კულტურისა და შემაძრწუნებლად ლამაზი პეიზაჟების" გამო შეარჩია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში კარგი ტურისტული ინფრასტრუქტურაა და ის შესანიშნავი ადგილია სამოგზაუროდ.
"თოვლით დაფარული მთები და თვალუწვდენელი ველები, რომლებიც პატარა სოფლებითაა დაწინწკლული. უძველესი ტაძრები და კოშკები. ეს ყველაფერი მშვენიერ ვენახებთან ტანდემში",- ვკითხულობთ საიტზე საქართველოს აღწერაში.
ჟიურიმ საქართველოს "უბრალოდ განსაცვიფრებელი" უწოდა.
"ძველი და ახალი კულტურის სინთეზი" ქვეყნის დედაქალაქ თბილისში კიდევ ერთი მიზეზია რომ ამ კავკასიურ ერს ესტუმროთ, - აღნიშნულია სტატიაში.
დეკემბერში საქართველო ასევე მოხვდა ცნობილი ამერიკული ჟურნალის Leisure magazine სიაში "მსოფლიოს 50 საუკეთესო მიმართულება სამოგზაუროდ".
|
אין תגובות:
הוסף רשומת תגובה