חדשות מפה ומשם

ისრაელის ხელისუფლების მხარდაჭერით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად თბილისში საქველმოქმედო აქცია გაიმართება (ვიდეო) 11.11.2015 18:50
5 დეკემბერს, ხანუქა დღეს, საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატის და ისრაელის სახლის ინიციატივით, თბილისში გაიმართება უპრეცედენტო საქველმოქმედო აქცია, რომლის თანაორგანიზატორია მეგობარი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო- ისრაელის ქნესეთი, ხოლო მხარდამჭერი - თბილისის მერია.
ამ დღეს სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტი~ უმასპინძლებს საქველმოქმედო ვახშამს, საიდანაც მიღებული თანხები მთლიანად ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში და მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას.
საქველმოქმედო ვახშამზე დასასწრები ბილეთი პირველმა შეიძინა ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა, ხილიკ ბარმა რამდენიმე დღის წინათ ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინთან ერთად თბილისში ვიზიტისას, ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ხილიკ ბარმა სიტყვით მიმართვისას ხელი მოაწერა პირად ქვითარს და მოუწოდა ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ ამ ვახშამში. თავად კი 5 დეკემბერს თბილისს სპეციალურად ამ აქციისთვის ეწვევა და ისრაელელ ბიზნესმენებთან ერთად დაესწრება საქველმოქმედო ვახშამს.
ქნესეთის ვიცე სპიკერმა ტრიბუნასთან იხმო თბილისის მერს, რომელმაც, თავის მხრივ, პირადი თანხით შეიძინა ვახშამზე დასასწრები ბილეთი.
საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით, დიმიტრი ცინცაძის ფინდამა და საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატამ მოამზადეს სპეციალური კლიპიც, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტები და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მოუწოდებენ საზოგადოებას, დაეხმარონ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
საქველმოქმედო ვახშამი გაანგარიშებულია 250 ადამიანზე. მასში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 50-მა ისრაელელმა ბიზნესმენმა. მათ შორის არიან თბილისში რამდენიმე ახალი სასტუმროს დეველოპერი ხანოხ კასი, ტურისტული კომპანია Doron Travel-ის დამფუძნებელი დორი გილპაზი, რიქსოს თბილისის პარტნიორები და დიზაინერი მეირ შავიტი.

אין תגובות:

הוסף רשומת תגובה